Thursday, June 21, 2012

ინსულტი

ინსულტი არის თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლილობა, რომელიც ვლინდება უეცარი კეროვანი ნევროლოგიური და/ან არაკეროვანი სიმპტომატიკით, რომელიც ნარჩუნდება 24 საათზე მეტ ხანს ან იწვევს ავადმყოფის სიკვდილს უფრო ხანმოკლე პერიოდში ვიდრე ცერებროვასკულარული პათოლოგიის დროს.
ინსულტს მიეკუთვნება ტვინის ინფარქტი, სისხლჩაქცევა თავის ტვინში და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.
ნევროლოგიური დეფიციტის დროის გათვალისწინებით გამოყოფენ თავის ტვინის გარდამავალ სისხლის მიმოქცევის დარღვევას (ნევროლოგიური დეფიციტი რეგრესს განიცდის 24 საათში) და მცირე ინსულტს (ნევროლოგიური დეფიციტი რეგრესს განიცდის დაავდებიდან 3 კვირის განმავლობაში). თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები სიკვდილიანობის თვალსაზრისით მეორე ადგილზეა გულის იშემიური დაავადებების შემდეგ.Pპირველად ინსულტი აღწერა ჰიპოკრატემ 460 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე, სადაც საუბარია გონების დაკარგვაზე თავის ტვინის დაავადების შედეგად.
შემდგომში გალენმა აღწერა სიმპტომები, რომლებიც იწყება გონების უეცარი დაკარგვით და აღნიშნა ტერმინით აპოპლექსია. მას შემდეგ ტერმინი აპოპლექსია ხშირად გამოიყენება მედიცინაში და აღნიშნავს ინსულტს.
ეპიდემიოლოგიურად თავის ტვინის იშემიურ დაავადებებს შორის პირველ ადგილზეა 70-85% იშემიური ინსულტი, შემდეგ მოდის სისხლჩაქცევა თავის ტვინში 20-25% და არატრავმული სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა 5%-ში.
ყოველდღიურად ინსულტით ავადდება მსოფლიოს მოსახლეობის 6 მილიონი. ამასთანავე ის უფრო ხშირად უვითარდება მამაკაცებს ვიდე ქალებს.
გამოყოფენ ინსულტის სამ სახეობას:
იშემიური ინსულტი, თავის ტვინისა და სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა.
იშემიური ინსულტი ან თავის ტვინის ინფარქტი უფრო ხშირად უვითარდებათ პირებს 60 წლის ზემოთ, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რევმატიული დეფექტი, გულის რიტმისა და გამტარობის დარღვევა, შაქრიანი დიაბეტი. იშემიური ინსულტის განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სისხლის რეოლოგიური ფუნქციების დარღვევა და მაგისტრალური არტერიების პათოლოგია. დაავადების განვითარება დამახასიათებელია ღამით გონების დაკარგვის გარეშე.
ეტოლოგიის მიხედვით იშემიური ინსულტი უფრო მეტად ვითარდება თავის ტვინის მკვებავი არტერიების შევიწროვების ან დახშობის შედეგად. საკვები ნივთიერებებისა და ჟანგბადის დეფიციტის შედეგად თავის ტვინის უჯრედები კვდება. თავის მხრივ იშემიური ინსულტი იყოფა ათეროთრომბოზულ, კარდიოემბოლიურ, ჰემოდინამიკურ, ლაკუნარულ და ჰემორეოლოგიური მიკროოკლუზიის ტიპებად.
ათერო თრომბოზული ინსულტი როგორც წესი ვითარდება ცერებრალური საშუალო ან მსხვილი კალიბრის არტერიების თრომბოზის შედეგად. ათეროსკლეროზული ფოლაქი ავიწროვებს სისხლძრღვის სანათურს და ხელს უწყობს თრომბის განვითარებას. შესაძლებელია არტერიო-არტერიული ემბოლია. ამ ტიპის ინსულტი ვითარდება ეტაპობრივად, სიმპტომების თანდათანობით მატებით რამოდენიმე საათის ან დღე-ღამის განმავლობაში, ხშირად თავს იჩენს ძილში.
კარდიოემბოლიური ინსულტი ვითარდება თავის ტვინის არტერიის ემბოლიით მთლიანი ან ნაწილობრივი დახშობის დროს. ყველაზე ხშირი მიზეზი ამ ტიპის ინსულტის არის კარდიოგენური ემბოლიები გულის სარქველების მანკის დროს, რევმატიული ან ბაქტერიული რევმოკარდიტის დროს წარმოქმნილი, გულის სხვა დაზიანების დროს, რომლებიც მიმდინარეობენ თრომბების წარმოქმნით. ხშირად ემბოლიური ინსულტი ვითარდება მოციმციმე პაროქსიზმული არითმიის შედეგად. როგორც წესი კარდიოემბოლიური ინსულტის დასაწყისი არის მოულოდნელი.
ჰემოდინამიური ინსულტი განპირობებულია ჰემოდინამიკური ფაქტორით _ არტერიული წნევის დაქვეითება ( ფიზიოლოგიური, მაგალითად ძილის დროს. ორთოსტატული, იატროგენული არტერიული ჰიპოტენზია, ჰიპოვოლემია) ან გულის წუთმოცულობის სწრაფი დაქვეითება. Aამ ტიპის ინსულტის დასაწყისი შესაძლოა იყოს მოულოდნელი ან თანდათანობითი, პაციენტის მოსვენებულ თუ აქტიურ მდგომარეობაში.
ლაკუნარული ინსულტი განპირობებულია საშუალო ზომის პერფორირებადი არტერიების დაზიანებით. როგორც წესი ის ვითარდება მომატებული არტერიული წნევის ფონზე, თანდათანობით, რამოდენიმე საათის განმავლობაში.
ლაკუნარული ინსულტი ლოკალიზდება ქერქქვეშა სტრუქტურაში, დაზიანებული კერის მოცულობა არ აღემატება 1,5 სმ. გვაქვს დამახასიათებელი კეროვანი სიმპტომატიკა.
ინსულტი ჰემორეოლოგიური მიკროოკლუზიის ტიპით ვითარდება სხვა რომელიმე დაავადების არ არსებობის ფონზე. დაავადების განვითარების მიზეზს წარმოადგენს ჰემორეოლოგიური ცვლილებები, კერძოდ დარღვევები ჰემოსტაზისა და ფიბრინოლიზის სისტემაში. 
ჰემორაგიული ინსულტი _ იგივე არა ტრამვული თავის ტვინის სისხლჩაქცევა ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰემორაგიულ ინსულტებს შორის, ხშირად ვითარდება 45-60 წლის ასაკში. ასეთი ავადმყოფების ანამნეზში გვხვდება ჰიპერტონული დაავადება, ცერებრალური ათეროსკლეროზი ან ამ დაავადებების თანხვედრა, სიმპტომური არტერიული ჰიპერტენზია, სისხლის დაავადებები და სხვა. ჩვეულებრივად ინსულტი ვითარდება დღე, ემოცური ან ფიზიკური დატვირთვის ფონზე. სისხლჩაქცევის ძირითადი პათოგენეზური ფაქტორი არის არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც ვითარდება თავის ტვინის არტერიების ან არტერიოლების სპაზმი ან დამბლა. სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა უფრო ხშირად ვითარდება 30-60 წლის ასაკში. რისკ ფაქტორთა ჯგუფს მიეკუთვნება მწეველობა, ქრონიკული ალკოჰოლიზმი და ერთჯერადად დიდი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება, არტერიული ჰიპერტენზია, სხეულის ჭარბი მასა.
სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა შეიძლება განვითარდეს სპონტანურად, ჩვეულებრივ არტერიული ანევრიზმის გასკდომის შედეგად ან თავის ტვინის ტრავმის დროს. ასევე შესაძლებელია სისხლჩაქცევების სხვადასხვა პათოლოგიების დროს. Aამის გარდა მიზეზი შეიძლება იყოს კოკაინური ნარკომანია, იშვიათად ანტიკოაგულანტების მიღება, სისხლის შედედების დარღვევა და ჰიპოფიზარული ინსულტი.
ინსულტი კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს მოცულობითი და კეროვანი ნევროლოგიული სიმპტომებით.
ინსულტის მოცულობითი სიმპტომი შეიძლება იყოს სხვადასხვა. ის შეიძლება გამოვლინდეს ცნობიერების დარღვევის სახით, დაყრუებით, ძილიანობით, ან პირიქით აღგზნებადობით, ასევე შეიძლება განვითარდეს ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვა. ძლიერ თავის ტკივილს შეიძლება ახლდეს გულის რევის შეგრძნება ან ღებინება. ზოგჯერ ვითარდება თავბრუსხვევა.
შესაძლებელია გამოვლინდეს ვეგეტატიური სიმპტომები:
სიცხის შეგრძნება, ოფლიანობა, პირის სიმშრალე და სხვა.
კეროვანი სიმპტომების გამოვლენა დამოკიდებულია იმაზე თუ ტვინის რომელი უბანი არის დაზიანებული. თუ დაზიანებულია თავის ტვინის უბანი რომელიც პასუხისმგებელია მოძრაობაზე, ვითარდება სისუსტის შეგრძნება ხელში ან ფეხში დამბლის განვითარებამდე. Aმას თან შეიძლება სდევდეს მგრძნობელობის შემცირება კიდურებში, მეტყველებისა და მხედველობის დაქვეითება.
ინსულტის დიაგნოსტირებაში მრავლის მთქმელია კომპიუტერული და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია. ასევე ინსულტის ამოცნობა შეიძლება ადგილზევე შემდეგი სიმპტომების გამოვლენით:
პირველი _ ვთხოვოთ პაციენტს გაღიმება, ის შეიძლება იყოს არათანაბარი, ტუჩების კუთხე ერთ-ერთ მხარეს შეიძლება იყო დახრილი ქვემოთ და არა ზემოთ.
მეორე _ საუბარი. ვთხოვოთ რომ წარმოთქვას მარტივი წინადადება, ინსულტის დროს ხშირად (და არა ყოველთვის) დარღვეულია მეტყველება.
მესამე _ ორივე ხელის ზემოთ აწევა. თუ ხელებს პაციენტი სწევს არათანაბრად
ეს შეიძლება ინსულტის ნიშანი იყოს.
ასევე დამატებითი სიმპტომებია:
ვთხოვოთ დაზარალებულს ენის გამოყოფა გარეთ ამ დროს სავარაუდოდ ენას ექნება არსწორი ფორმა და გადახრილი იქნება ერთ რომელიმე მხარეს.
თუ პაციენტს უჭირს რომელიმე დავალების შესრულება სასურველია სასწრაფო დახმარების გამოძახება.
მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობაში მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის აღდგენა და ნეიროპროტექცია.
ნეიროპროტექტული თვისებები გააჩნიათ:
გლუტამატური რეცეპტორების პოსტსინაფსური ანტაგონისტები.(ამჟამად გადის გამოცდას მსოფლიოს დიდ ნევროლოგიურ ცენტრებში.)
გლუტამატების პრესინაფსური ინჰიბიტორები.(ლუბელუზოლი)
ანტიოქსიდანტები.(მექსიდოლი)
კალციუმის არხების ბლოკატორები.(ნიმოდიპინი)
ნოოტროპული მოქმედების პრეპარატები.(დიფოსფოცინი, ნოოტროპილი, ცერებროლიზინი.)

1 comment:

  1. How do I make money from a betting exchange
    I'm the only person who needs an idea of what makes an online sports betting exchange, not betting with an exchange. หาเงินออนไลน์ There's no way I can

    ReplyDelete